სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“ - კომპანია „ინნ ჯგუფის“ შემადგენლობაში შემავალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბაკურიანში.
სასტუმრო განთავსებულია 25000 კვადრატულ მეტრზე, 500 მეტრიანი ველო და საფეხმავლო ბილიკით; ასევე ბავშვთა გასართობი სივრცეებით.
სასტუმრო გთავაზობთ 154 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს; ასევე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის მორგებულ ნომრებს.
სასტუმრო გთავაზობთ ღვინის ბარს, კოქტეილს ბარს და 2 რესტორანს, სადაც სტუმრებს დახვდებათ პროფესიონალი შეფების მიერ მომზადებული ქართული და ევროპული კერძები.
სასტუმრო “ბაკურიანი ინნ“ მაღალი ხარისხისა და კომფორტის გარდა, გამორჩეულია ისეთი სერვისებითაც, როგორიცაა აუზი, სპა ცენტრი, ფიტნეს დარბაზი, სილამაზის სალონი, მასაჟის ოთახი. სტუმრებს შეუძლიათ ჩაიტარონ სპა პროცედურები Germaine de Cappuccini-ს პროდუქტების გამოყენებით.
თავისუფალ დროს სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ სათამაშო ზონით, სადაც დახვდებათ ისეთი თამაშები, როგორიცაა ბილიარდი, მაგიდის ფეხბურთი და ა.შ.
”ბაკურიანი ინნ” გთავაზობთ როგორც შეხვედრების ოთახებს, ასევე საკონფერენციო დარბაზს, რომლებიც სრულად აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით.