სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“ საინტერესოა არა მხოლოდ დამსვენებლებისთვის, არამედ ბიზნესისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის. სასტუმროს მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა მოიცავს როგორც დასასვენებელ და გასართობ, ისე საქმიან სივრცეებსაც. სასტუმრო მდიდარია სხვადასხვა ტიპის საკონფერენციო თუ შეხვედრების ოთახებით. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ნებისმიერი საქმიანი თუ საგანმანათლებლო აქტივობის წარმატებულ განხორციელებას. ჩვენი საკონფერენციო და შეხვედრების ოთახები აღჭურვილი იქნება უახლესი თანამედროვე ტიპის კომფორტული ავეჯითა და გამართული ტექნიკით. ნათელი და ხალისიანი ფერის დიზაინით გადაწყვეტილი სივრცეები თქვენი შეხვედრების წარმატების გარანტია გახდება.