fbpx
BOOK YOUR STAY
16
May, 2021
17
May, 2021
Created with Sketch. 1 Created with Sketch.
Adults
Created with Sketch. 0 Created with Sketch.
Children

ბარ-რესტორანი

ჩვენს სასტუმროს გამორჩეულს და განსაკუთრებულს გახდის ბარ-რესტორნების მრავალფეროვანი არჩევანი, რომლებიც სტუმარს შესთავაზებენ ქართული და ევროპული უგერიელესი კერძების მდიდრულ არჩევანს.

მწვანე ტონალობაში გადაწყვეტილ ბარში ნებისმიერი მსურველი  ისიამოვნებს კოქტეილების და სხვა სასმელების მრავალფეროვნებით. ხოლო მათ, ვისაც სურს დაისვენოს, მოდუნდეს ან თუნდაც საქმიანი შეხვედრა გამართოს, ჩვენი სასტუმროს ლაუნჯი სწორად არჩეული სივრცეა; ფერთა არაჩვეულებრივი შეხამება, თანამედროვე დიზაინი და კომფორტული ავეჯი გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი დასვენება უფრო სასიამოვნო გახდეს.

სტუმრების საუზმე, ლანჩი თუ ვახშამი, განსაკუთრებით გემრიელი და სასიამოვნო იქნება ჩვენს რესტორანში, რომლის დიზაინი პასტელურ ფერებშია შესრულებული, ხოლო სარკის ჭერი მთელ ამ სივრცეს უფრო მოცულობით ვიზუალს აძლევს. რესტორნის თითოეულ დეტალი – ჭაღები, თაროები თუ სხვა აქსესუარები გიქმნით განცდას, რომ ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი სტუმრების სულიერ და ფიზიკურ სიმშვიდეზე.

„ბაკურიანი ინნ“ ქართული მოტივებითაც გამორჩეულია, სასტუმროში შეგიძლიათ სასიამოვნო დრო გაატაროთ ქართულ სუფრასთან „ქართულ სახლში“, რომელიც ქართული მოტივებითაა შესრულებული – აგურის კედლები, ვაზის ფოთლების დეკორაცია, ქართული ნაციონალური ორნამენტებიანი ბალიშები, ძველებური სტილის ლამპები, და ა.შ.

ჩვენს გუნდს არც ღვინის მოყვარულები დავიწყებია, მათთვის სპეციალურად იქმნება „ღვინის სახლი“, სადაც ნებისმიერი სტუმარი დააგემოვნებს როგორც ქართული, ისე ევროპული ღვინის  ნაირსახეობას. მყუდრო გარემო და ღვინის ბოთლების კედელი „გრადუსიან“ საღამოს გთავაზობთ.

ბაკურიანი ზამთრის პერიოდის მნიშვნელოვანი კურორტია, ამიტომ ჩვენმა გუნდმა ამაზეც იზრუნა და ჩვენს სტუმრებს მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარება ზამთრის ბაღში შეუძლიათ. განსაკუთრებული ფორმის ბუხარი, რბილი, კომფორტული ავეჯი, გამწვანება და პანორამული ფანჯრებიდან გადაშლილი არაჩვეულებრივი ხედი დროის შეგძნებას დაგიკარგავთ!